ისევ დამძიმდა გული რითმებით,
შენზე ლექსებით უგონოდ დათვრა,
დარდის სიმებზე აცეკვებული
დამღალა ფიქრთა უსიტყვოდ განცდამ.
ისევ გავრითმე შენი დუმილი,
გულის ფურცლებზე დავტიე ამბად,
შენ გისახსოვრე, თუმცა, ვინ იცის,
მაკულატურად აბარებ ალბათ.
მზე ისეთი ცხელია რომ სუნთქვას მიყინავს…
გულაღმა ვწევარ და ჰაერის თითოეულ უჯრედს ვხედავ, ვგრძნობ…
მეშინია სუნთქვის…
ჩემი გულისცემა მატარებლის ხმას მაგონებს ღამით…
ცხელა…
მე კი ცხოვრებაში პირველად გული მეთოშება, ხელები კი თბილი მაქვს.
გულგრილობით დაღლილი სული გარუჯულ სხეულში მიკვდება…
ბლანტმა ჰაერმა ტვინის უჯრედები ამომივსო, ასე მგონია, რომ წამოვდგე თვალებიდან გადმომივა ცრემლებად…
თავი მტკივა…
მზე ისე ახლოსაა რომ მოვინდომო ხელით მივწვდები…
……………………………………………………………………………………………
უცბად მომინდა ჩემივე სიკეთით დავთვრე, სულგრძელობით გავილეშო და პატიებით დაგტანჯოთ ადამიანებო…
მინდა გაპატიოთ სიცივე თვალებში, სიცრუე ნაკვთებში, ყალბი თანაგრძნობა, ფუჭი სიტყვები, ნასესხები ღიმილი და პატენტი სიყვარული.
მინდა გაპატიოთ ვითომ მეგობრობა, დამალული გრძნობა, დანისლული მზერა, უსიტყვოდ წასვლა…უადამიანობა…
მინდა გაპატიოთ! ჰო, მინდა და გპატიობთ! მე დღეს მთვრალი ვარ, უგონოდ მთვრალი სიკეთითა და სევდით, ამიტომ გპატიობთ ადამიანებო…
თქვენც მაპატიეთ…
P.S. უბრალოდ ვითხოვ სულ იმდენ სითბოს,
რომ არ შემცივდეს ზაფხულის ღამეს…
მე მიყვარს მთვარე,
ვარსკვლავების ნაზი ჩურჩული,
გალაკტიონის საიდუმლოს
მე რომ მანდობენ,
ბედნიერების ძიებაში
ასე დაღლილს და
დარდით ნამთვრალევს
სანუგეშოდ მიღებენ კარებს.
და მეც ვიხსენებ
შეგრძნებების უაზრო რბოლას,
ვცდილობ გავთვალო
დასაწყისის სად არის ბოლო,
რა არის თავი სიყვარულის
ან მეგობრობის?
და თუ იწყება, ესე იგი,
მთავრდება ბოლოს?..
ფიქრთა ნაკადში ვიხლართები
უაზროდ მალე,
თავგზააბნეულს მავიწყდება
დღეა თუ ღამე,
ვარსკვლავთწვიმაში გარინდულა
ნიავი მალე,
ვნებააშლილი თვალში მაყრის
წარსულის ნაგლეჯს…
ფიქრების ქარში მოფარფატემ
ლექსები ვქარგე,
შენზე… ჩემზე… და
ვარსკვლავების ღამეულ ჯაზზე.
თვალებს შიგნით ვტირი სულში…
გაურკვევლობის აუტანელი სარჩული სულს მიწიწკნის, ხელები ისე გამეყინა როგორც ბავშვობისას მაშინ… დამღალა იმან, რომ ყველა რაღაცას ითხოვს ჩემგან, ამდენმა ვალდებულებამ, უემოციო ადამიანებმა, უსასრულო სიტყვათა ნაკადმა, უარაფრობით სავსე დღეებმა, თვალების სიმარტივემ და წინადადებების სირთულემ… ხომ იცი, ასეთ დროს გრანელი მახსენდება: “მე მინდა გაფრენა…” კარგი იქნებოდა მერცხალი ვყოფილიყავი, გავფრინდებოდი თბილ ქვეყნებში, არ შევეჩვეოდი ადვილად სხვებს, ნაკლებს ვიდარდებდი ალბათ… ვიფრენდი უსასრულოდ, უმისამართოდ…
ბავშვური სიმარტივე მომენატრა… გადატყავებული მუხლები, წრეში ბურთი, გაზაფხულზე პირველად მოსული წვიმის სუნი, მინდორში ოცნებების საპოვნელად წასვლა, გვირილებისგან დაწნული გვირგვინი, ყვითელი ერბოქილები… და გულწრფელობა…როცა არ მჭირდებოდა სიტყვების შერჩევა…
…არადა გავიზარდე… გვირილები ისევ მიყვარს, მაგრამ… გულის ხმამ მიმტყუნა?.. თუ ადამიანები მატყუებენ უემოციოდ? რამდენჯერაც ხელი გავუწოდე იმდენჯერ თვალი ამარიდეს, რამდენჯერაც გავუღიმე იმდენჯერ მომპარეს ღიმილი, რამდენჯერაც ვენდე იმდენჯერ გამცეს, მერე კი ონკანის წყლით ხელები დაიბანეს… მუდმივად რაღაცას მეუბნებიან, მიმტკიცებენ, მე კი არ შემიძლია დავიჯერო, იმიტომ რომ ვერ ვგრძნობ… ჩემი პრაგმატიზმი კი სადღაც ილექება…
მედარდიანები…
სიყვარულით
შენი ქეთო ❤
Ding Dong! The Witch Is Back!
აქვს ფანტაზია ბავშვის, ცაში დაეძებს სოროს, სამსართულიან სახლში, მეცხე სართულზე ცხოვრობს....
შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ
Keep your coins... I wan't change!
There’s nothing to talk about
სიზუსტე და სამართლიანობა უფრო მეტად ფასობს ვიდრე უპირატესობა და სენსაცია
ამერიკანო წიწაკით please...
შენ ახლა გადმოაბიჯე ჩემი სამყაროს კარიბჭეს
ასტრიდ ლინდგრენი – 111
თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA
P.S გახსოვდეს ვინ ხარ.
What do you read, my Lord? "Words, words, words"..
PepperlandGIRL
Something like winter
“ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.”
აკრძალულია აკრძალვა!
მე ვარ ნაწილი იმ დიადი ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის
როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება
The Girl Who Always Smiles, Even If She Feels Down.
ჩვენ ვწერთ თქვენთვის
ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია
I just want to live while I'm alive...
ჭერი აწიეთ, დურგლებო!
რაღაც დარიჩინიანი....
https://www.facebook.com/Jacksnotes101
take it easy,it's just life
I like breaking all of the rules
Everything In Its Right Place
საინტერესო + სასარგებლო
Blog
Just BB is watching you!
everything
შენი აზრი