ძიება

ქეთოს ბლოგი

ამერიკანო წიწაკით please…

თვე

ოქტომბერი 2014

ბიჭი, რომელიც სამყაროს შეცვლას აპირებს

unknown_man

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბიჭია, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, უბრალოდ ყოველთვის ჩქარობს, ერთ ადგილას უმოძრაოდ ყოფნა უჭირს, როცა ზის მაშინაც კი ან მობილურს ათამაშებს ხელში ან რაიმე გასართობს აუცილებლად გამონახავს, მოძრავი ცისფერი თვალები აქვს, რომელსაც თუ კარგად დააკვირდებით აუცილებლად დაინახავთ პატრონის  მოუსვენარ ბუნებას.  უყვარს ჩაი, ჯაზი, წიგნები და გოგონები 🙂 საოცრად აზარტულია როგორც საქმეში, ასევე ადამიანებთან ურთიერთობაში. გულახდილად ლაპარაკობს ყველაფერზე, თვლის რომ მისთვის ტაბუდადებული თემები არ არსებობს.  მას რომ კითხოთ, ადამიანებს ორ კატეგორიად ყოფს, ისინი, ვინც მასისაგან გამორჩეულია (საბედნიეროდ, მეც ამ კატეგორიაში მოვხვდი 🙂 ) და ხალხი, რომელთა „ერთ ქვაბში მოხარშვა“ შეიძლება, აქვე გეტყვით რომ  ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, მე მაინც მჯერა ადამიანის ინდივიდუალიზმის და ვფიქრობ რომ ვიღაცისთვის მე შეიძლება ვიყო რიგითი ადამიანი, ვიღაცისთვის კი განსაკუთრებული, ასე რომ ერთმანეთის შეფასება იმაზეა დამოკიდებული ჩვენ როგორ აღვიქვამთ სამყაროს, მე კი, როგორც აღვნიშნე, ადამიანების კატეგორიებად დაყოფას არ ვემხრობი. რაც შეეხება სამყაროს მისეულ აღქმას, ეს კიდევ ცალკე თემაა, მასთან საუბრისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მისთვის ცხოვრება ერთი დიდი სპექტაკლია, თამაში სადაც უნდა რომ მთავარი როლი სწორედ მას ჰქონდეს, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებით კაიფობს. თავმდაბლობით არ გამოირჩევა, ამბიციურია და თვლის რომ განსხვავებული ადამიანია, უფრო მეტიც, მას სჯერა რომ სამყაროს შეცვლა შუძლია, თუმცა ამისათვის მასავით მოაზროვნე კიდევ ერთი ადამიანი სჭირდება (რა თქმა უნდა, საპირისპირო სქესის წარმომადგენელი). როგორც თვითონ ამბობს ცხოვრებისგან ყველაფრის მიღებას ცდილობს, იყენებს ყველა შანსს, რაც ეძლევა და თუ რაიმეს გაკეთების სურვილი უჩნდება აუცილებლად აკეთებს კიდეც. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, ადამიანი იქცევა ისე, როგორც უნდა, არ აინტერესებს საზოგადოების აზრი და ცხოვრობს საკუთარი სიამოვნებისათვის, თუმცა, მე რომ მკითხოთ ყველა სურვილის რეალიზება არც ისე კარგი უნდა იყოს, პირიქით, სიძლიერე ის უფროა როცა საკუთარ სურვილებს გონებას უმორჩილებ და არა ის, როცა შენი გონება ემორჩილება სურვილებს.  მიუხედავად ბევ რამეში აზრთა სხვადასხვაობისა, ვთვლი, რომ საინტერესო მოსაუბრეა, იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელიც ასე გატაცებით საუბრობს ლიტერატურაზე, აკეთებს სწორ აქცენტებს და რაც მთავარია, აქვს საკუთარი აზრი, არ საუბრობს შაბლონურად, ალბათ მისგან კარგი კრიტიკოსი დადგებოდა, შემიძლია ვთქვა რომ გემოვნებიანი მკითხველია,  პატივს სცემს ქართველ მწერლებს, განსაკუთრებით კი  ჩემს საყვარელ გოდერძი ჩოხელს, გამსახურდიას და ვაჟას, მას რომ კითხოთ, ვაჟას ქართველი ერი ვერ აფასებს და დღემდე ბუნების მწერლად არის მიჩნეული, მაშინ როცა ვაჟა უნიკალურია და მისნაირი მწერალი არამხოლოდ ქართულ, უცხოურ ლიტერატურაშიც კი არ არის, მე ვეთანხმები.  გამოვტყდები, რომ მისმა სიტყვებმა ვაჟას მიმართ უფრო მეტი პატივისცემა გამიჩინა.

ამ ადამიანის პორტრეტის მოხაზვა შეუძლებელია, თუ რამდენიმე სიტყვას არ ვიტყვი მუსიკაზე, კერძოდ კი ჯაზზე, მისი საყვარელი შემსრულებელი ხომ ჯარეტია 🙂 ამით ალბათ უკვე ბევრია ნათქვამი.

და ბოლოს, დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა რომ საინტერესო პერსონაჟია ჩემი რეალობიდან, რომელიღაც წიგნის გმირს მაგონებს, თუმცა ჯერ ვერ ვხვდები რომელს 🙂   ძლიერი ხასიათი აქვს და ჯიუტი ადამიანი ჩანს, ამიტომ სულაც არ მიმაჩნია უსაფუძვლოდ მისი ამბიცია სამყაროს შეცვლასთან დაკავშირებით, ასე რომ ისღა დამრჩენია წარმატებები ვუსურვო 🙂

P.S.

ალბათ როცა ამ პოსტს წაიკითხავს გაეცინება, იფიქრებს რომ მის ბუნებას ბოლომდე ვერ ჩავწვდი,შეიძლება ასეცაა, ალბათ რაღაც შტრიხები დამაკლდა და პორტრეტიც ისეთი სრულყოფილი არ გამოვიდა, თუმცა მაინც მინდა ერთი რჩევა მივცე თუ მიიღებს, – მუდმივად რაღაც ახლის ძებნა ცუდი არაა, თუმცა, იმედია ამდენ ძებნაში არ დაკარგავ ყველაზე ძვირფასს და მთავარს – საკუთარ თავს.

ჩაი, ვახში და გურჯიევი ანუ უსაქმურობისგან დაწერილი პოსტი :)

როგორც ყოველთვის არ ვიცი როგორ დავიწყო წერა, ამიტომ ვწერ იმას რასაც ვფიქრობ. და რას ვფიქრობ? ვფიქრობ რომ ახლა ძალიან მინდა თოვდეს, კიდევ მინდა წვიმიან ლონდონს ვესტუმრო და დავლიო ნამდვილი ინგლისური ჩაი, თუმცა ჩაის მოყვარული დიდად არ ვარ. ჩაიზე გამახსენდა, გუშინ ერთმა საინტერესო ადამიანმა მითხრა რომ აწარმოებს იოდით გამდიდრებულ ჩაის და თურმე ეს ჩაი თვით ბატონ ღარიბაშვილსაც დაულევია და აღფრთოვანებულიც დარჩენილა (ეს ინფორმაცია რამდენად სანდოა ან დალია თუ არა საერთოდ ღარიბაშვილმა ზემოთ ხსენებული იოდით გამდიდრებული ჩაი ეგ კიდევ საკითხავია 🙂 ) რაც შეეხება იმ საინტერესო ადამიანს საყვარელ და ენერგიულ მოხუცს უცნაური სახელით – ვახში კიდევ ბევრი საინტერესო ინფორმაცია ჰქონია შემონახული, თურმე ჩემი სწორი ცხვირი კეთილშობილების ნიშანი ყოფილა, მაღალი შუბლი კი ინტელექტუალიზმის მაჩვენებელი, ჭკვიანი გოგო ჩანხარ, მაგრამ გამოყენება უნდა მაგასო, ისე ფილოსოფიური აზროვნებაც გაქვსო, მერე მეუბნება აბა ყურები მაჩვენეო 🙂 მეც სასწრაფოდ გადავიწიე თმა:) ხოოო, ოპტიმისტი ხარ, მაგრამ შენი ნიკაპის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ჯიუტიცო, მაგრამ მთლიანობაში კარგი ხასიათი გაქვსო, მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მშვენიერი გოგო ხარო ასე მომახსენა, რითიც აშკარად დააკმაყოფილა ჩემი ეგო, თუმცა სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია მისი წასვლის შემდეგ სარკეში საკუთარი თავით ტკბობა სამუშაო პერიოდში. ხუმრობა იქით იყოს და მეც ვფიქრობ რომ ადამიანის სახის ნაკვთების მიხედვით შეიძლება მიხვდე როგორი ხასიათი აქვს მას, აი მე მაგალითად ვიცი რომ ოდნავ წინ გამოწეული შუბლი ამბიციურობის მაჩვენებელია, ძალიან წვრილი ტუჩების მქონე ადამიანებს კი ჯობია არ ენდოთ. არ ვიცი, შეიძლება ეს ყველაფერი სისულელეა, თუმცა კარგი გასართობია 🙂 ისევე როგორც ჰოროსკოპი, თუმცა ვისთვის როგორ, აი მაგალითად, იცოდით რომ სტალინმა საკუთარი დაბადების წელი და თვე შეცვალა რომ მასზე ფსიქოლოგიური ან მსგავსი სახის ზემოქმედება შეუძლებელი ყოფილიყო, ეს ყველაფერი კი ცნობილი ეზოთერიკოსისა და მისტიკოსის გიორგი გურჯიევის რჩევით გააკეთა. თვითონ გიორგი გურჯიევი კი ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნებაა, ამბობენ რომ წარმოშობით სომეხია, თუ დედა ჰყავდა სომეხი, ზუსტად არ მახსოვს, თუმცა ფაქტია რომ მან კარგად იცოდა ქართული და მისი ჩანაწერების გაშიფვრა ქართული ანბანის დახმარებითაა შესაძლებელი, გურჯიევს თურმე შეეძლო დალაი ლამაზეც კი მოეხდინა გავლენა და ამის გამო ტიბეტელმა ლამებმა თეთრი ეშმაკი შეარქვეს. იმასაც ამბობენ რომ ჩემს უსაყვარლეს ბულგაკოვის რომანში “ოსტატი და მარგარიტა” სწორედ გურჯიევია ვოლანდის პროტოტიპი. უნდა აღვნიშნო რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მისი მსჯელობა სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე, მისი თქმით, ისე უნდა იცოცხლო რომ ყოველდღე მზად იყო სიკვდილისთვის და შეგეძლოს თქვა – დღეს შემიძლია მოვკვდე. თუმცა მისი ფასეულობები ცოტა ბუნდოვანია ჩემთვის, ვერ მივხვდი ასე ცხოვრებაში რას გულისხმობს, მგონია რომ ისიც იზიარებდა სტალინისა და ჰიტლერის ფილოსოფიას და არაფრად მიაჩნდა ათასობით ადამიანის დაღუპვა რაღაც დიადი მიზნისათვის, ამ შემთხვევაში კი ახალი ადამიანების ჩამოყალიბებისთვის. ასეა თუ ისე, იმდენად ღრმაა ამ ადამიანის ფილოსოფია, შემიძლია ამ თემაზე დაუსრულებლად ვილაპარაკო, თუმცა არ მინდა თავი შეგაწყინოთ, უბრალოდ წერის სურვილმა შემაწუხა 🙂

P.S.

გარეთ ისეთი ქარია გახედვაც კი არ მინდა, არ მიყვარს ქარი, თმას მიწეწავს 😦 მაგრამ რას არ იზამ როცა მეგობრები გელიან 🙂

მოკლედ, მე წავედი, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ,  ხვალ კი მსუბუქ ორშაბათს  :*

სიყვარულით

თქვენი ქეთო ❤

უკვე საკმაოდ დიდი ხანია არაფერი დამიწერია, ვფიქრობდი რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია და არც არავის დავაკლდებოდი ჩემი ნაჯღაბნით, თუმცა, ბოლო ორი დღის განმავლობაში სამმა ადამიანმა შემახსენა ჩემი ბლოგი და იმის მიზეზითაც დაინტერესდა რატომ დავივიწყე ჩემი მკითხველები. მეც ცალი თვალით შევიხედე ბლოგზე და მივხვდი რომ მომენატრა ჩემი შგრძნებების თქვენთვის განდობა, გაზიარება.  უბრალოდ ხანდახან ასეც ხდება, როცა კარგავ სურვილს, ყველანაირ ინტერესს და ამ დროს შიში გიპყრობს, შიში იმისა რომ სრულიად ინდიფერენტული ხდები საყვარელი საქმიანობის მიმართ, საყვარელი ადამიანებისა და ზოგადად ცხოვრების მიმართ,  დღეები უბრალოდ გადის, დროს მიყვები და სურვილის გაქრობასთან ერთად შენც ნელ-ნელა შუმჩნეველი ხდები, ბოლოს მხოლოდ შიშის გრძნობა გრჩება რომ შენც გაქრები, თან ისე რომ ვერაფერს დატოვებ, და სულ ფიქრობ,  გეშინია რომ მერე არც კი გაგიხსენებენ და ეს უკვე ის იშვიათი შემთხვევაა როცა შიში გაძლევს სტიმულს იმისა რომ გამოფხიზლდე, დაინახო რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, ბედნიერება იქვეა, შენს გვერდით, შენ კი თურმე სხვაგან ეძებდი და ვერც კი ხვდები რომ თუნდაც უკვე მობეზრებულ სამსახურში  ყოველ დილით ყავის დალევაც კი  შეიძლება ბედნიერება იყოს, სახლში გვიან მისულს დედა რომ გებუზღუნება და  თქვენ წარმოიდგინეთ საღამოს მთვრალი მეზობლები რომ არ გაძინებენ ესეც კი 🙂 ამ დროს ხვდები რომ სწორედ ესაა ცხოვრება, ზოგჯერ კარგი, სიხარულითა და სიყვარულით გაჟღენთილი, ზოგჯერ კი სევდითა და სიცარიელით სავსე. ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ ფიქრების მოსმენა, ერთმანეთის გაფრთხილება და უფრო მსუბუქად ცხოვრება. გუშინ ერთმა ძალიან საინტერესო ადამიანმა მითხრა რომ არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა, ყველა სიტუაციიდან არსებობს სულ მცირე ერთი გამოსავალი, უბრალოდ ლოგიკურად უნდა იმსჯელო,  არც წარსულის გახსენებაა კარგი, ცუდის  გახსენების სურვილი თავისთავად არ გიჩნდება, კარგის გახსენებაც არ გინდა, გული გწყდება რომ დღეს იმ სიტუაციაში აღარ ხარ, წარსულის დაბრუნებასაც არ უნდა ეცადო, რადგან ის რაც იყო აღარ განმეორდებაო.  ალბათ ასეცაა, თუმცა ყველაფერი ხომ ასე იოლი არ არის, ვერც იქნება, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ადამიანები ვართ რთულები.

P.S. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ძალიან მომენატრეთ და დაგიბრუნდით ჩემო კარგებო :*

Blog at WordPress.com.

ზედა ↑

დო'ს ბლოგი

აქვს ფანტაზია ბავშვის, ცაში დაეძებს სოროს, სამსართულიან სახლში, მეცხე სართულზე ცხოვრობს....

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ბაბოლიჩი's Blogg

Keep your coins... I wan't change!

Natalie’s

There’s nothing to talk about

ედიშერის ბლოგი

სიზუსტე და სამართლიანობა უფრო მეტად ფასობს ვიდრე უპირატესობა და სენსაცია

ქეთოს ბლოგი

ამერიკანო წიწაკით please...

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

კრაზანა

What do you read, my Lord? "Words, words, words"..

ეთოს ბლოგი

“ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.”

Niksologia

აკრძალულია აკრძალვა!

სიყვარულოვნას ბლოგი

მე ვარ ნაწილი იმ დიადი ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

ფაოს ბლოგი ^.^

The Girl Who Always Smiles, Even If She Feels Down.

Geo Blogmania Group

ჩვენ ვწერთ თქვენთვის

ბრე'ს ბლოგი

ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია

ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive...

ცხელი შოკოლადი

რაღაც დარიჩინიანი....

ჯეკის ჩანაწერები

https://www.facebook.com/Jacksnotes101

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Sometimes Y, and After C

I like breaking all of the rules

Kate's Universe

Everything In Its Right Place

გურამ შეროზიას ბლოგი

საინტერესო + სასარგებლო