
ბოლოს და ბოლოს, როგორია თანამედროვე ქართული საზოგადოება?ეს კითხვა რამდენიმე დღეა ტვინს მიბურღავს, მითუმეტეს რომ ხშირად მიწევს მასზე დაფიქრება თუ გავითვალისწინებ იმას, რომ ჯგერენაიას ლექციებზე გვინდა-არგვინდა საკუთარი სამშობლოს ბედ-იღბლის გულშემატკივარნი თუ უბრალოდ ლექციაზე თავის და ცოდნის გამოჩენის მსურველნი ყველა არსებულ და არარსებულ თეორიაზე დაუზარელად ვიხსენებთ ქართული რეალობის ამსახველ მაგალითებს და პარალელებს ვავლებთ, ძირითადად ძალაუფლების ჭრილში. მოკლედ, ამ გაგიჟებულ, facebook-სტატუსებისა და კაცის კვლით საიქიოს მაძიებელი ტერორისტების სამყაროში ყველა თავისებურად ცდილობს თავის დამკვიდრებას, ერთი სელფს იღებს, მეორე კიდევ პარიზის ქუჩებს ბომბავს. და ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? ჩვენ გულმოდგინედ, ბეჯითად ვუწყობთ ფეხს დასავლეთს. ვიღაც მუსულმანმა საფრანგეთში თვალები აიხვია და ქუჩაში ჩახუტებას ითხოვს? ჩვენც გვყავს მუსულმანები რა პრობლემაა. Facebook-ზე ფონად საფრანგეთის დროშა დააყენეს? ჩვენც დავაყენებთ და მერე ბევრს ვიკამათებთ სწორად მოვიქეცით თუ არა. ჩვენ ჩვენს თავს დემოკრატებს ვუწოდებთ, ევროკავშირისკენ მივისწრაფით და ნატოსთანაც ვთანამშრომლობთ – ვთანამშრომლობთ რა, ნატომ „შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო?“ ჰოოდა აჰა თქვენ მაპიო, სამაგიეროდ ავღანეთში და ერაყში ჯარების გაგზავნა თქვენზეაო, მოკლედ ესაო, ისაო, თუ არა და მოვიდა პუტინიო. ვოტ ტაკ! მერე ერთი-ორმა „სწავლულმა“ უი რა მაგარი რაღაც ყოფილა ეს მაპიო, ჩვენც სირაქლემას პოზები მოვირგეთ და „აბა, აბაა, რაც მაგრები ვართ ქართველები ვართო“. ჰოდა ასე ტექნიკურად დამუშავებულ და ასათიანი-ჯაჯნიძის შოუებით თავგამოტენილი საზოგადოების ერთ ნაწილს საერთოდ არანაირი აზრი არ გააჩნია, სულაც ფეხებზე კიდია მაპიც, ევროკავშირიც და პუტინიც თავისი ორეულებით. მეორე ნაწილი ფიქრობს რომ ქართველი ადამიანი ბუნებით დემოკრატია, მოგვყავს მაგალითები წარსულიდან , ძირითადად ვიხსენებთ ილიას და მის თანამედროვეებს(აქედან ნახევარს მხოლოდ “კაცია ადამიანი?!”აქვს წაკითხული ), უფრო შორს თუ წავალთ დავით აღმაშენებელს და თამარ მეფესაც კი. ბოლო დროს აქტიური პროპაგანდა მიდის იმაზე რომ ე.წ. „ქართული მენტალიტეტი“, რომელშიც ძირითადად მოიაზრებენ პატრიარქატსა და ამავე დროს “ქალის კულტს“ რაც თავისი მხრივ გამოიხატება სადღეგრძელოებში „ნამდვილი ქართველი მანდილოსნების“ ქება-დიდებით( აუცილებლად ფეხზე წამოდგომით), სულაც არაა ქართული და კომუნისტების შემოჩეჩებულიაო, უფროს თაობას რომ კითხო დასავლეთმა გარყვნა თანამედროვე ახალგაზრდობა და ფეისბუქმა კიდევ გამოაშტერა, ზუსტად იმიტომ აღარ ახსოვთ ქართული ღირებულებებიო, და საერთოდაც ეს დემოკრატია საჩვენო საქმე არა არისო, ეგ კიარა ზოგიერთმა მეფე გვინდაო(უუი, უი, უი!!! ( მეჯლისები და კარნავალები პარლამენტში არ გვეყოფა ცალკე მაგისთვის რომ არ ვხარჯოთ ფული ბიუჯეტიდან? მე შენ გეტყვი და მიგვიწვევენ 🙂 ) მოკლედ, როგორც მამაჩემი იტყოდა „ჩიორტ ივო ზნაეტ“ ვინ საით უბერავს.
P.S. აი ესაა თანამედროვე ქართული საზოგადოება. დემოკრატიულის რა გითხრათ, მაგრამ სოციოლოგებისათვის საინტერესო საკვლევი კია.
შენი აზრი