2014-06-22-14-12-04_deco

მე მიყვარს მთვარე,

ვარსკვლავების ნაზი ჩურჩული,

გალაკტიონის საიდუმლოს

მე რომ მანდობენ,

ბედნიერების ძიებაში

ასე დაღლილს და

დარდით ნამთვრალევს

სანუგეშოდ მიღებენ კარებს.

და მეც ვიხსენებ 

შეგრძნებების უაზრო რბოლას,

ვცდილობ გავთვალო

დასაწყისის სად არის ბოლო,

რა არის თავი სიყვარულის

ან მეგობრობის?

და თუ იწყება, ესე იგი,

მთავრდება ბოლოს?..

ფიქრთა ნაკადში ვიხლართები

უაზროდ მალე,

თავგზააბნეულს მავიწყდება

დღეა თუ ღამე, 

ვარსკვლავთწვიმაში გარინდულა

ნიავი მალე, 

ვნებააშლილი თვალში მაყრის

წარსულის ნაგლეჯს…

ფიქრების ქარში მოფარფატემ

ლექსები ვქარგე,

შენზე… ჩემზე… და

ვარსკვლავების ღამეულ ჯაზზე.