загруженноеდღეს ჩემი დაბადების დღეა…
ალბათ გამონაკლისი არ ვარ და ბევრი ადამიანის მსგავსად არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, თუმცა  მთლად ასეც არაა, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა რომ…აი როგორ აგიხსნათ – კი, მიხარია თითქოს, მაგრამ თან მოწყენილიც ვარ, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ველი და თან რაციონალური განსჯის საფუძველზე ვასკვნი რომ სისულელეა ასე ფიქრი, ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი დღეა. ჰოდა დავფიქრდი რატომ ხდება ასე, რატომ ვარ არეულ-დარეული? არადა თითქოს რა ხდება ისეთი? უბრალოდ 24 წლის წინ ამქვეყნად კიდევ ერთი პატარა, წითელი, მჩხავანა ბავშვი გაჩნდა ჩემი სახით, ერთით მეტი საზრუნავი ჩემს მშობლებისთვის, ალბათ მომაბეზრებელი არსება და ოჯახის ზედმეტი წევრი ჩემი უფროსი დისთვის. რა არის ამაში განსაკუთრებული ვითომ? ყოველდღე ხომ ათასობით ბავშვი იბადება, მაგრამ ადამიანები ხომ ეგოისტები ვართ(ბევრისგან განსხვავებით მე ამას ვაღიარებ), ჰოდა როგორ გამოვტოვებდით საკუთარი დღის აღნიშვნას,საკუთარი თავის სხვებისთვის დამადლებას და მოლოცვას იმისა რომ ვარსებობთ, არადა კაცმა არ იცის რიგ შემთხვევებში მისალოცია თუ პირიქით.  ამ დღეს, მე პირადად, შინაგანი მოლოდინი მაქვს ხოლმე რაღაც განსაკუთრებულისა, თუმცა 24 წლიანი გამოცდილების ფონზე შემიძლია ვთქვა რომ არაფერი გამორჩეული არ ხდება, ხან აღვნიშნავ ხან არა, ეს ბოლო ორი წელია ამასაც ვეღარ ვახერხებ და ძირითადად Facebook – ით და ტელეფონით ვიღებ მილოცვებს, ასე რომ ვირტუალური ბუშტები, ტორტები და გულები არ მაკლია (აქვე მადლობა მათ გამომგზავნებს, გამახალისეთ♥), თუ აღვნიშნავ და რა უნდა მოხდეს, ჰააჰააა, ვინმე მთვრალ სტუმარს ფხალიანი თეფში ბალიშად მოეჩვენოს და ზედ დაიძინოს, არა, ვაჭარბებ, ასეთი სტუმრები არ მყავს ხოლმე 🙂 ყველაზე უჩვეულო რამ რაც ჩემს დაბადების დღეზე მახსოვს, ესაა ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, რომელმაც სპეციალურად მომაკითხა დილით, სამსახურშიც წამიყვანა, თუმცა არ მომილოცა, არ ვიცი დაიბნა და დაავიწყდა( წინა დღით ახსოვდა) თუ შეეცადა ორიგინალური ყოფილიყო, ფაქტია, თავი სამუდამოდ დამამახსოვრა ამ უცნაური საქციელით. ყველაზე კარგი საჩუქარი კი წმინდა გიორგის ხატია, რომელსაც დღემდე ვინახავ და ძალიან ძვირფასია ჩემთვის, და ბლოკნოტი ჩემი ჩანაწერებისთვის, რომელიც დღეს მივიღე იკოსგან 🙂 კიდევ ადამიანების სითბო, რა თქმა უნდა, თუმცა ახლა მაინც შარის ხასიათზე ვარ და მგონი ჩემები მალე დაივიწყებენ ჩემს იუბილარობას, პრინციპში რაღა დარჩა, სულ რამდენიმე საათი.
წეღან ხომ გითხარით ჩავფიქრდი დაბადების დღის ტრადიციაზე მეთქი, მერე გადავქექე ინტერნეტ სამყარო რამე სახალისოსა და საინტერესოს აღმოჩენის მიზნით და ვნახე რომ მაგალითად ტაილანდში, ყველა ადამიანი ახალ წელს აღნიშნავს დაბადების დღეს, გაიმარტივეს ცხოვრება, საჩუქრებზე ნაკლები ფული ეხარჯებათ, აბა ჩვენ მაგას არასოდეს გავაკეთებთ, კაი, ვთქვათ აღვნიშნეთ ახალ წელს, მაშინვე ჩნდება პრობლემა – ჩვენ ხომ ორი ახალი წელი გვაქვს როდის უნდა გვქონდეს დაბადების დღე? 31-ში თუ 14-ში? ალბათ ორივე დღეს, სუფრა მაინც იშლება და ჩვენი რა მიდის? მე ის მიკვირს დაბადების დღეს ერთხელ რომ აღვნიშნავთ წელიწადში. ისე, სიმართლე ვთქვა, არ ვემხრობი მე მაგ ტრადიციას, ერთი დღე ხომ უნდა გქონდეს ვისაც არავის გაუყოფ და მარტო შენი იქნება, ეს საერთო დაბადების დღეები რა უბედურებაა, საერთო ტორტი და საერთო სანთლები, საერთო ფეიერვერკი (თუ ფოერვერკი) და სართო სურვილები აი ისეთი “მშვიდობა მთელს მსოფლიოში” და მსგავსი სიბრძნეები რომელსაც ახდენა არ უწერია. არც მგონია ვინმე რეალურად ნატრობდეს მაგას გულით, დარწმუნებული ვარ გულში ამბობენ “ღმერთო მილიონი მომეცი” ან “მანქანით სიარული არ მაწყენდა, არაფერი განსაკუთრებული, იყოს BMW x6”, ან “სახლი ქალაქის ცენტრში”… აი ასეთი ეგოისტები ვართ ადამიანები. დღეს კი მსგავსი ეგოისტის დაბადების დღეა 🙂 ასეა თუ ისე ეს მაინც ჩემი დღეა 🙂
ყველას ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მიუხედავად იმისა გულწრფელი იყო თუ არა, გულით ნათქვამი სურვილები იყო თუ მოვალეობის მოხდის მიზნით მოწერილი “გილოცავ”( მერე რა,მეც მიმილოცია ასე 🙂 ცოდვა გამხელილი სჯობს) მადლობა რომ გახსოვართ (დაილოცოს Facebook-ი, მეც მშველის ხოლმე:-) ) ყველაზე დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ჩემს ოჯახს, დედას რომ გამაჩინა(ოსკარზე მგონია თავი) და სოფოს გვირილებისთვის ♥მიყვარხართ♥
♥თქვენი იუბილარი ქეთო♥