სიმართლე გითხრა, ეგ მეც კი ვერ გამირკვევია კარგად, თუმცა ჩემს ოჯახის წევრებს რომ ჰკითხო ეგოისტი ვარ, კაი, სულ ცოტათი ვარ… ალბათ… კიდევ რა გითხრა, მიყვარს დილით ძილი, ყავა, შოკოლადი, საინტერესო წიგნების კითხვა, ვოცნებობ ერთ დღეს საკუთარი ცხენი მყავდეს, შავი ფერის 🙂 საერთოდ ბევრ რამეზე ვოცნებობ, უკვე ორი წელია ოცნებების ხუთეულში პირველი ადგილი ავტომობილს უკავია:) ოცნება და მუსიკა რომ არ არსებობდეს არ ვიცი რა გვეშველებოდა ადამიანებს საერთოდ და მე მითუმეტეს, თუმცა ეს ხელს არ მიშლის ყოველ დილით ოცნებებიდან მიწაზე დავეშვა და მწარე რეალობას დავუბრუნდე:) მუსიკას რაც შეეხება ვუსმენ ყველაფერს რეპის გარდა, მაგრამ მიყვარს სტინგი, რეი ჩარლზი და ამ ბოლო დროს ჯაზს შევეჩვიე ძალიან, აჰმად ჯამალის კომპოზიციებს, თითქმის ყოველი დღე ამით იწყება, საერთოდ, ამოჩემება ვიცი ყველაფრის-ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, საყურის, სიმღერის, ადამიანების, ყველაფრის, ყველაფრის წიგნის გარდა, ვთვლი რომ ამქვეყნად იმდენი საინტერესო ავტორი და წიგნია რომ ამოჩემების დრო არაა 🙂 მიყვარს ექსტრემი და ადრენალინი, თუმცა ამისი განცდის საშუალება ნაკლებად მაქვს, ძალიან მაღიზიანებს როცა უგუნურ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა, თუმცა უნდა აღვნიშნო რომ მოთმინების შესაშური უნარი მაქვს, ალბათ როგორც ყველა ადამიანი მეც ცოტათი პატივმოყვარე ვარ, ყოველ შემთხვევაში თავს სულელად არ ვთვლი და მომწონს როცა ბევრი რაღაც ვიცი, ამაში მე და ჩემი ძმა ერთმანეთს ვგავართ:) ჩემთვის ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალება მეგობრებია და წერა რა თქმა უნდა, ვწერ ყოველთვის ჩუმად, ჩემთვის მერე ან გაგიზიარებ ან არა:) თუმცა ჩანახატების მუზა მაშინ მოდის, როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ.
აი ასეთი ვარ მე 🙂
ასეთია ჩემს მიერ დანახული ჩემი თავი 🙂
თუ კიდევ მეტი გაინტერესებს … https://www.facebook.com/qeta.mgebrishvili
თუმცა უნდა გითხრა, რომ ასეთი გულწრფელი საკუთარი თავის შეფასებისას ჯერ არ ვყოფილვარ.
მაისი 18, 2014 at 12:15 AM
გამარჯობა ქეთო
მაისი 18, 2014 at 4:43 AM
გამარჯობა ნიკ 🙂 კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემთან ♥
მაისი 22, 2014 at 2:20 AM
საინტერესოა ヅ
მაისი 22, 2014 at 4:14 AM
მადლობა კახი 🙂
მაისი 31, 2014 at 12:04 PM
კარგია, მსუბუქი და საინტესო 🙂
მაისი 31, 2014 at 5:46 PM
marywasp ❤ მადლობა ჩემო კარგო 🙂
დეკემბერი 25, 2014 at 1:25 PM
ეხლა ვნახე შენი შენიანებში ❤ რომ დაგიმატებივარ… რაღაცა გამიხარდა. მეც უნდა გავაკეთო ეგეთი რაღაც!
დეკემბერი 25, 2014 at 8:17 PM
ვთვლი რომ საინტერესო ხარ, განსხვავებული და ალბათ სწორედ ამიტომ ჩემიანი. გამახარებ თუ შენი ქუჩიდან ჩემს ბლოგზე ხშირად მესტუმრები 🙂
იანვარი 21, 2016 at 1:41 PM
გამარჯობა! ვატყობ მომეწონება შენი პოსტები ^_^ კეთიი იყოს ჩემი ფეხი შენს ბლოგზე ❤
იანვარი 21, 2016 at 1:44 PM
Welcome ❤❤❤ საშენო ამბებიც მექნება ჩემს ბლოგზე ვარსკვლავგოგონა 💖💖💖
იანვარი 21, 2016 at 1:45 PM
სიამოვნებით წავიკითხავ ❤ ^_^
აგვისტო 29, 2017 at 12:12 PM
ძალიან…ძალიან მომწონს ყველაფერი რსაც წერ…შენს მიერ დანახული შენი თავი.